LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მკითხა ზელენსკიმ თანახმა ვარ თუ არა..“ – დუდას თქმით, პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი

126
BeFunky-collage (22)

პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ანჯეი დუდას თქმით, ვარშავა დიდ ფულს დებს ჯარის გაძლიერებაში და პოლონეთის არმია საკმარისად ძლიერი გახდება, რომ რუსების „შეტევის შეეშინდეს.“

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკითხა, თანახმა ვარ თუ არა, რომ პოლონეთი იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. ჩვენ გვჯერა, რომ როგორც მეზობლები, უბრალოდ ვალდებულები ვართ.

ამიტომ, თუ უკრაინა შემოგვთავაზებს ვიყოთ უსაფრთხოების გარანტი და მშვიდობის გარანტი ომის დასრულებისას და თუ სამშვიდობო ხელშეკრულების ასეთი პირობები მიიღება – დიახ, პოლონეთი მიიღებს მონაწილეობას ამაში“, – განაცხადა დუდამ.

ცნობისთვის, გამოცემა წერს, რომ გარანტორებს შორის კიევი ხედავდა მათ შორის რუსეთს, აშშ-ს, ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, ასევე თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g