LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონს, ვახტანგ ახობაძეს საჩუქრად ბინა გადაეცა

775
ვახტანგ ახობაძე

მკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონს, ვახტანგ ახობაძეს „ეპიზოდ დეველოპმენტის“ მშენებარე კომპლექსში საჩუქრად ბინა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.

„ვახტანგ ახობაძემ, პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მეორეჯერ მოიპოვა და ასახელა საკუთარი ქვეყანა. ჩემპიონმა პირველი ოქროს მედალი 2015 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მალაიზიაში მოიპოვა. სპორტსმენს, ოქროს მედლებთან ერთად, სხვა მრავალი პრიზი აქვს მიღებული.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეგობარმა ფეისბუქის პოსტზე მომნიშნა, სადაც ვნახე, რომ ჩვენ ყველას გამოგვრჩა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და წარმატება. ქუთაისელი, ჩემი ბავშვობის უბნელი, მებრძოლი კაცი… მივხვდი, რომ მოქმედების დრო იყო და დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა მე, ქუთაისელს გამეკეთებინა ჩემი ბავშვობის თანაუბნელისთვის… გადავწყვიტე, ვახტანგ ახობაძისთვის პირადად მეჩუქებინა ბინა.

ჩემს გადაწყვეტილებას, გუნდის წევრების მხრიდანაც დიდი ხელშეწყობა მოჰყვა, რომელიც ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხების საოცარი ტემპით მოგვარებას გულისხმობდა.

დიდი ბედნიერებაა, როდესაც ერთმა ადამიანმა, მეორე ადამიანს შეგიძლია რაღაც გაუკეთო, რაც მას გააბედნიერებს. ვახტანგ ახობაძემ მთელი ქვეყანა გააბედნიერა, თავად კი, უხმაუროდ დაბრუნდა საქართველოში. ღამის 2 საათზე, ყველაფერი მოგვარდა. მსოფლიო ჩემპიონის კიდევ ერთი ბედნიერი მომენტი, მინდა ჩემი ცხოვრების ისტორიაშიც ეწეროს“, – აცხადებს „ეპიზოდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი ჟორჟლიანი.

„ხალხო, გთხოვთ, გავერთიანდეთ! მივიდეთ და მადლობა ვუთხრათ, ის ყველაზე მეტად იმსახურებს ამას… გააზიარეთ რომ ყველამ გაიგოს” – რა მიმართვა ვრცელდება სოციალურ ქსელში

„ქუთაისელ სპორტსმენებს შევხვდით, რომლებმაც მოლდოვაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს“ – ზაზა ლომინაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g