LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მკვლელებში და ბანდიტებში ვსხედვართ.. საკანონმდებლო ორგანომ დაკარგა საერთოდ ფუნქცია“ – თაკო ჩარკვიანი

115
თაკო ჩარკვიანი

„კანონი და სამართლის“ დეპუტატი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „საკანონმდებლო ორგანომ ფუნქცია და ფასი საერთოდ დაკარგა“. მისივე განცხადებით, „მკვლელებში და ბანდიტებში ვსხედვართ, რომლებიც ამართლებენ ასეთ ცემას, ასეთ დარბევას“.

მისივე თქმით, ის 7 ნოემბრის აქციის მონაწილეა, თუმცა გუშინდელ აქციაზე მომხდარის მსგავსი, აქამდე არაფერი უნახავს.

„იმიტომ [გამომაძევეს], რომ ვეძახე, არიან რუსები, არიან მოღალატეები. მათ ფეხქვეშ უნდა იწვოდეს გუშინდელს მერე მიწა. რა მუხლების განხილვა, ხალხო? რა ნახა ეს ჩემმა თვალებმა? მე 7 ნოემბრის მონაწილე ვარ, არა 26 მაისის. მე მსგავსი, რაც გუშინ ვნახე, არაფერი მინახავს. როგორც ბედავს ყაველაშვილი, რომ საერთოდ ტონალობას აუწიოს, როცა მელაპარაკება. ვუთხარი, რომ ეტყობა სახლში ხარ მიჩვეული და იქ ისაუბრე-მეთქი. ეს არის წარმოუდგენელი. მე განა ვასხვავებ ადამიანებს, მით უმეტეს ბავშვები როცა არიან დაშავებულები, მაგრამ ინსტიტუციურად კიდევ უნდა დავფიქრდეთ რა მოხდა. ინსტიტუციურად საკანონმდებლო ორგანომ დაკარგა საერთოდ ფუნქცია და ფასი, ვინაიდან დეპუტატი დაასახიჩრეს. სახელმწიფოსთვის ეს არის კატასტროფა. დღეს საკანონმდებლო ორგანომ საერთოდ ფუნქცია დაკარგა. მკვლელებში და ბანდიტებში ვსხედვართ, რომლებიც ამართლებენ ასეთ ცემას, ასეთ დარბევას“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

პოპულარულები