LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მკვლელი გარეთ დადის“, „მაქსიმალური მიეზღო, მაგრამ საბა ხომ ვერასდროს დაგვიბრუნდება“ – ზუგდიდში 14 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულს 12 წელი მიესაჯა

254
ფორტუნა - 2023-04-13T144451.000

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ზუგდიდში მესხიას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭაიამ გამოაცხადა. მოსამართლემ არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს სასჯელის მაქსიმალური ზომაა, რომელსაც წაყენებული ბრალდების მუხლი ითვალისწინებს არასრულწლოვანის მიმართ.

დაკავებულის დედა განაჩენს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

„მკვლელი დადის გარეთ. ჩემს შვილს არავინ მოუკლავს, ის უდანაშაულოა. გარდაცვლილის ოჯახს ტვინს უბურღავენ იმით, რომ დამნაშავე ჩემი შვილია.

მოვითხოვ სათითაოდ ყველას დაკავებას. ჩემმა შვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და დაასახელა, ვინაა ნამდვილი მკვლელი.“ – განაცხადა მსჯავრდადებულის დედამ ირინა თოდუამ.

„მაქსიმალური მიეზღო, ამ მხრივ კმაყოფილი ვარ, მაგრამ საბა ხომ ვერასდროს დაგვიბრუნდება, მაგრამ ეს სასჯელიც არ უნდა გარეწრის ოჯახს. სხვა დამნაშავეებიც გამოკვეთილია, მოსამართლეები მიუსჯიან სასჯელს.“ – განაცხადა გარდაცვლილის ბებიამ, ნანული დადიანმა.

შეგახსენებთ, გასული 2022 წლის ნოემბერში, ზუგდიდში, მესხიას ქუჩის მიმდებარედ რამდენიმე ათეულ მოზარდს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.

14 წლის საბა მამფორია გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომლის მიმართაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები