ქსელში კენეტ ბრანას ახალი ფილმის „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ რიგით მეორე ტრეილერი გამოქვეყნდა. ფილმი, რომელიც აგათა კრისტის ამავე სახელწოდების დეტექტივზე არის დაფუძნებული, მიმდინარე შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე პროექტია.
მასში ისეთ ვარსკვლავებს შევხვდებით, როგორებიც არიან: ჯონი დეპი, მიშელ პფაიფერი, პენელოპე კრუსი, ჯუდი დენჩი და სხვები.
ფილმის პროდიუსერები ჯუდი ჰოფლანდი, საიმონ კინბერგი და მარკ გორდონი არიან. პრემიერა კი ნოემბერში შედგება.