LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“: ჯონი დეპი, პენელოპა კრუსი, მიშელ ფაიფერი და სხვა ვარსკვლვავები პრემიერაზე

143

კინოეკრანებზე აგატა კრისტის რომანის, „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ ახალი ეკრანიზაცია გამოდის. ფილმის რეჟისორი კენეტ ბრანია. ფილმის პრემიერა ინგლისელი მწერლის სამშობლოში, 2 ნოემბერს შედგა. ლონდონში ფილმში მონაწილე ყველა ვარსკვლავი ჩავიდა: ჯონი დეპი, პენელოპა კრუსი, მიშელ ფაიფერი, ჯუდი დენჩი, უილიამ დეფო და სხვები.

წითელ ხალიჩაზე ალბერტ ჰოლის შესასვლელთან სტუმრები საღამოს კაბებსა და სმოკინგებში პოზირებდნენ. პენელოპა კრუსი შავ ბრჭყვიალა კაბაში იწონებდა თავს, მიშელ ფაიფერი კი ვერცხლისფერ კაბაში გამოჩნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები