თუ დეტექტივები თქვენი საყვარელი ჟანრია, მაშინ ფრანგული ფილმი „მკვლელობა გრასში“ აუცილებლად უნდა ნახოთ. მოვლენების ეპიცენტრში საფრანგეთის ზღვისპირა ულამაზესი ქალაქი გრასია. ქალაქი ცნობილია პარფიუმერული ბიზნესითა და სწორედ აქ არის უძველესი პარფიუმერიის მწარმოებელი ქარხანა, სადაც ტურისტები ყოველდღიურად ჩადიან.
ისტორიაც აქედან იწყება, ერთ დღეს ქარხანაში სტუმრებით მისული გიდი გვამს აღმოაჩენს. მთავარი ეჭვმიტანილი გიდის ძმაა, რომელიც მოკლულის საუკეთესო მეგობარია. გამოძიებას სათავეში გამოცდილი ინსპექტორი მარიანა დუსიერი ჩაუდგება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა ხდება პარფიუმერული ბიზნესის უკან. მკვლელობას თან სდევს მკვლელობების სერია და პოლიციას გამოძიების პროცესში დახმარებას ახალგაზრდა გიდი უწევს, რომელმაც ერთის მხრივ მკვლელი უნდა იპოვოს და მეორეს მხრივ, ძმის უდანაშაულობა დაამტკიცოს.
ლამაზი მსახიობები, ჩახლართული სიუჟეტი, მოვლენების სწრაფი და დაუგეგმავი განვითარება და ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი, რომელიც ბევრ საიდუმლოს მალავს.
ვიდეო: ახალი მინი სერიალი მკვლელ ცოლ-ქმარზე, სადაც მთავარ როლს ოლივია კოლმანი ასრულებს