გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში 35 წლამდე მამაკაცს თანასოფლელი მანქანით განზრახ დაეჯახა. შელაპარაკება გვიან ღამით მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის კონფლიქტი სუფრასთან, ყოფით ნიადაგზე დაიწყო.
ინციდენტს წინ ფიზიკური დაპირისპირებაც უძღოდა.
წინასწარი ინფორმაციით, მოკლულ ვალერი სიბაშვილს დაზიანებები გულ-მკერდის, თავისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.
დაშავებული მამაკაცი გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ შსს-ში ცდილობს.