LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა საგარეჯოში – პოლიცია 36 წლის მამაკაცის მკვლელობასა და ყოფილი ცოლის დაჭრაში ეჭვმიტანილს ეძებს

382
მკლვლელობა კახეთში

სამართალდამცველები საგარეჯოს სოფელ თულარში, ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს ეძებს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

მოკლულია 36 წლის იაშარ ჯაფაროვი. გარდაცვლილის ოჯახი მოტივად შურისძიებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან საცხოვრებლად გადავიდა, რის გამოც ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა.

შემთხვევის დროს სახლში 3 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა მძინარე ჯაფაროვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ის ადგილზე დაიღუპა, დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ჯაფაროვის დედაც, რომელსაც ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები