LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა ზესტაფონში – არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა

120
mkvleloba-1

არსებული ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. შემთხვევა სოფელ წიფლავაკეში მოხდა.

მკვლელობას კი კამათი უძღოდა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ზესტაფონში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 პირი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g