ლონდონის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ბენკსის ვინაობა გამოიძია. სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცნობილი ფსევდონიმის უკან ვინმე რობინ ჰანინგემი იმალება, რომელიც ბრისტოლის ერთ-ერთ სახელმწიფო სასწავლებელში სწავლობს. იმ შემთხვევაში თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, თამამად შეიძლება თანამედროვე ხელოვნებაში რევოლუციაზე საუბარი.
კვლევა კრიმინალისტების ძიების პრინციპით წარიმართა, რომლებიც სერიულ დამნაშავეებს ეძებენ. შედეგად დადგინდა, რომ ლონდოდნსა და ბრისტოლში გამოსახულებები ძირითადად ერთსა და იმავე ადგილებში ჩნდებოდა: ბრისტოლში – პაბებთან, სათამაშო მოედნებსა და კონკრეტულ საცხოვრებელ კვარტალებში. ლონდონში კი ბენკსი უპირატესობას სამ რაიონს ანიჭებდა.
აღსანიშნავია, რომ გამოძიების მსვლელობისას უნივერსიტეტს რამდენჯერმე დაუკავშირდნენ მხატვრის ადვოკატები და საქმის შეჩერება მოითხოვეს – მათ არ უნდოდათ შედეგი, რაც რეზულტატის გამოქვეყნებას მოჰყვებოდა. მიუხედავად მსოფლიო აღიარებისა და ფაქტისა, რომ ბენკსის ნამუშევრები აუქციონებზე რეკორდულ ფასად იყიდება, გრაფიტი კვლავაც ვანდალიზმად მიიჩნევა და კანონით ისჯება.





