LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MMA-ის ქართველმა მებრძოლმა რჩეულს ხელი სთხოვა – ვინ არის გურამ ქუთათელაძის რჩეული

317
ქართველი მებრძოლი

MMA (შერეული საბრძოლო ხელოვნება) – ის ქართველმა მებრძოლმა, UFC-ის ყოფილმა წევრმა გურამ ქუთათელაძემ რჩეულს ერიკა რაისა ნილსენს ხელი სთხოვა.

გურამმა ერიკას ხელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღეს სთხოვა – სწორედ მაშინ, როდესაც ესპანეთის ნაკრები არგენტინასთან გამარჯვებას ზეიმობდა. ამ მნიშვნელოვან და ემოციურ მომენტს ოჯახთან ერთად ესწრებოდნენ UFC-ის ქართველი მებრძოლები, ძმები ალექსანდრე და ილია თოფურიები.

„ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ჩვენ ვქორწინდებით!” – წერს გურამი.

ერიკა რაისა ნილსენს საკუთარი YouTube არხი „Beyond The Win“ აქვს, სადაც მაყურებელს UFC-ის მებრძოლებს უფრო ახლოს აცნობს. ის არხზე ხშირად ჩნდება გურამთან ერთად. მან ერთ-ერთი ინტერვიუ ალექსანდრე თოფურიასთანაც ჩაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები