მმართველ გუნდში საპრეზიდენტოდ ძალიან ბევრი კანდიდატი განიხილება – ამის შეასახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
” საპრეზიდენტო კანდიდატზე გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს და ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როცა შეთანხმება იქნება მიღწეული თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც,” – აცხადებს კალაძე.
კითხვაზე, განიხილება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატად ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, კალაძე პასუხობს, რომ ძალიან ბევრი კანდიდატი განიხილება, თუმცა პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.