LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მმართველ პარტიას მანიპულაციების საშუალება, რომ გაეყალბებინათ არჩევნები, ცესკომ მისცა, რის შესახებაც ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიაწოდეს“ – დავით კირთაძე

163
დავით კირთაძე

ცესკოს ოპოზიციონერი წარმომადგენლები ENEMO, IRI, NDI და ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით კირთაძე აცხადებს, რომ „მმართველ პარტიას მანიპულაციების საშუალება, რომ გაეყალბებინათ არჩევნები, ცესკომ მისცა, რის შესახებაც ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიაწოდეს“.

მისი განცხადებით, ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

„ცესკოს ოპოზიციონერი წევრები შევხვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებსაც ინფორმაცია მივაწოდეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის მიერ მიღებული არასამართლებრივი გადაწყვეტილებები შესახებ – არჩევნების გამოცხადების დღიდან – არჩევნების დღემდე, რამაც შემდგომში მმართველ პარტიას მანიპულაციის საშუალება მისცა და საბოლოო ჯამში არჩევნების დღეს ყველამ გაყალბების მეთოდები ვიხილეთ“, – განაცხადა დავით კირთაძემ.

magti 5g