“დღეს მაქვს შესაძლებლობა გორში, რომ თანაგუნდელებს ვესაუბრო და მივიღოთ გადაწყვეტილება არა ერთ, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე.” – “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რეგიონში შეხვედრებს აფასებს და ამბობს, რომ შეხვედრაზე საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილების გარდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ.
რამდენიმე დღეში, პოლიტიკურ საბჭოზე ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ: დეკანოიძე
ნიკა მელიამ გორში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ისინი, ვისაც აქვთ გადაწყვეტილი, რომ გუნდურად იასპარეზონ, ერთმანეთთან კომუნიკაციის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებენ:
“გრძელდება შეხვედრები, ყველა საკითხი არის ერთიმეორეზე მნიშვნელოვანი და ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ამის შესაძლებლობა. აქ არ ეხება საქმე მხოლოდ ერთ საკითხს, იმას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უახლოეს მომავალში “ნაციონალური მოძრაობა”, სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხებს ვეხებით, რომელიც გულისხმობს შემდეგს – რას და რა გეგმით ვუპირისპირებთ რეჟიმს, რომელმაც ამოწურა საკუთარი რესურსი.
ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაგებიც არის ყველასთვის, რომ ამ ტიპის შეხვედრების გარეშე, გუნდი საერთო სტრატეგიაზე ვერ და არსად ყალიბდება. ისინი, ვისაც აქვთ გადაწყვეტილი, რომ გუნდურად იასპარეზონ, ერთმანეთთან კომუნიკაციის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებენ. დღეს მაქვს შესაძლებლობა გორში, რომ თანაგუნდელებს ვესაუბრო და მივიღოთ გადაწყვეტილება არა ერთ, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე.” – თქვა მელიამ.
დღესვე, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლდერმა, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ რამდენიმე დღეში, შეიკრიბება პოლიტიკური საბჭო, სადაც ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ.
