“ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა ადასტურებს თქვენს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს. მჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობა არსებით წვლილს შეიტანს ქვეყნის შემდგომ მდგრად განვითარებაში.” – ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
მისალოც წერილში პრემიერ-მინისტრი ასკარ მამინი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა წარმატებით გაგრძელდება:
“მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თქვენს დანიშვნასთან დაკავშირებით. ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა ადასტურებს თქვენს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს. მჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობა არსებით წვლილს შეიტანს ქვეყნის შემდგომ მდგრად განვითარებაში.
დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრული ურთიერთობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ყაზახეთსა და საქართველოს მთავრობებს შორის შემდგომშიც განაგრძობს წარმატებულად განვითარებას ჩვენი ხალხების სასიკეთოდ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ჯანმრთელობა და დიდი წარმატებები საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობაზე, ხოლო მეგობრულ ქართველ ხალხს კი – კეთილდღეობა და მშვიდობა.” – აღნიშნულია მისალოც წერილში.