LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანი ქვეყნების ელჩების მოსმენით, “სუსი” ამ სახელმწფიოებს შეურაცხყოფას აყენებს და მათ სუვერენიტეტში იჭრება: კანდელაკი

57
გიორგი კანდელაკი

“ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ამას უბრალოდ არ გაატარებენ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი.” – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიორგი კანდელაკი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან პარტნიორი ქვეყნის ელჩების მოსმენებზე გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც კანდელაკი აცხადებს, როდესაც ქვეყანა ელჩებს სამარცხვინოდ უსმენს, ამით საქართველო შეურაცხყოფას აყენებს და იმ ქვეყნების სუვერენიტეტში იჭრება, რომლებსაც ელჩები წარმოადგენენ:

“როცა ჩვენი ქვეყანა სამარცხვინოდ უსმენს ჩვენი მეგობარი, საქართველოს მხარდამჭერი და ზოგადად მსოფლიოში მნიშვნელოვანი ქვეყნების ელჩებს, ამით საქართველო შეურაცხყოფას აყენებს და სუვერენიტეტში იჭრება ასე ვთქვათ, რადგან ელჩები წარმოადგენენ თავ-თავიანთ სახელმწიფოებს.

რა თქმა უნდა, წამყვანი როლი იმ ცვლილებაში, რომელიც უნდა მოხდეს საქართველოში მიენიჭება პირველ რიგში ჩვენს საზოგადოებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ამას უბრალოდ არ გაატარებენ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი.” – განაცხადა კანდელაკმა.

როგორც პარტიაში კიდევ ერთხელ აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაციით, სუსი ფარულად ისმენდა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და ისრაელის ელჩის, რან გიდორის საუბრებსაც.

magti 5g