LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ… ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!“ – სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე აქციებზე

121
სალომე ზურაბიშვილი

„[მიმდინარე აქციები] რომ არ იყოს მნიშვნელოვანი, იძულებულები არ იქნებიან, რომ ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ – ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციების გამართვის პირობების გამოქვეყნებას გამოეხმაურა.

„მათი [შსს-ს] განცხადებები მხოლოდ იმისი მანიშნებელია, რომ ვერაფერს ახერხებენ და იძულებული არიან, ყოველდღე რაღაც ახალი კანონი, წესდება მოიგონონ პროტესტის შესაზღუდად. როგორც ჩანს, არაფერი არ მუშაობს, რადგან აქ არის დიდი ძალა. ძალა – არ დანებდე და არ შეეგუო იმას, რაც ქვეყნის დაკარგვას ნიშნავს. ამის წინაშე ვერაფერს გააკეთებ.[მიმდინარე აქციები] რომ არ იყოს მნიშვნელოვანი, იძულებულები არ იქნებიან, რომ ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ – ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ვებგვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ პერიოდში შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

⭕💬 „2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეკრება თბილისში შოთა რუსთაველის გამზირზე, შეკრების ფორმა: შეკრება…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g