„ნუკი კოსმეტიქსის“ ბრენდის დამფუძნებელი ნუკი კოშკელიშვილი Natiatalks-ის ვლოგში მოხვდა, სადაც მის წარმატებაზე საუბრობს.
ნუკის თქმით, მისი თავდაპირველი პროფესია მოულოდნელად შეიცვალა.
„უცბად შეიცვალა ჩემი პროფესია – არასოდეს ვყოფილვარ „ბიზნეს ვუმენი“, – ამბობს ნუკი.
მისი თქმით, ცხოვრებაში გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი უნდა იყოს გრძნობით და ინტუიციით მოტივირებული, რადგან სწორედ ეს განაპირობებს წარმატებებსა და სრულყოფილებას.
ცხოვრებას ლიმიტი არ აქვს. მნიშვნელოვანია დაისახო მიზანი და მხოლოდ იმაზე უნდა ფიქრობდე, როგორ მიაღწიო მას. საკუთარი თავი წარმოიდგინე იმ მოცემულობაში, რასაც ხედავ. შეიგრძენი, გაიაზრე, და ეს აუცილებლად ასრულდება“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.