ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი სტრასბურგში ევროპელ კოლეგებს ხვდება და მათ საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას აცნობს.
სამადაშვილის განცხადებით, განიხილება პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ირგვლივ მიმდინარე პროცესები.
ამასთან ერთად სამადაშვილი აცხადებს, რომ განხილვის თემა იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის წინ, ოპოზიციის ევროატლანტიკური კურსის ხედვების შესახებ.
“ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებული დემოკრატიული გამოწვევების ფონზე, არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი,”-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
