„აქცია ღრმა შინაარსისაა, საზოგადოების დიდი ნაწილი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ამერიკის მიმართ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დიდი მხარდამჭერია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი წერეთელმა გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
„MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მხარდასაჭერი აქტია“ – თინა ბოკუჩავა
მისი თქმით, ეს აქტი საქართველოს ეკონომიკისთვის, უსაფრთხოებისთვის, განვითარებისთვისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის სჭირდება.
„ახლა „MEGOBARI აქტი“ არის ცენტრში იმ პოლიტიკური მოვლენებისა, რომელიც საქართველოს უკავშირდება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდასაჭერი აქტია. თუ დღევანდელი ხელისუფლება ამას მწვავედ აღიქვამს, ამას მიზეზი აქვს, რადგან აშშ-სთან პარტნიორობა და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯები ერთმანეთთან შეუთავსებელია. ვფიქრობ, დღევანდელი აქცია ზუსტად იქნება აღქმული ჩვენს პარტნიორებში, მათ შორის სენატორებსა და ახალ ადმინისტრაციაში. ახლა მნიშვნელოვანია, აქტის სწრაფად მიღება მოხდეს, ჩვენ ეს აქტი ყველაფრისთვის გვჭირდება – ეკონომიკისთვის, უსაფრთხოებისთვის, განვითარებისთვის და რუსეთის საფრთხეების მიუხედავად, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.