LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებამ მყისიერი რეაგირება მოახდინოს და დაპირისპირება დაუყოვნებლივ შეწყდეს: “ლელო” ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე

37
ლელო

პარტია “ლელო საქართველოსთვის” ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და შეშფოთებას გამოთქვამს საჰაერო თავდასხმის გამო.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუღებელია მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა და არაპროპორციული ძალის გამოყენება.

როგორც პარტიის წარმომადგენლები მიმართვაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ მყისიერი რეაგირება მოახდინოს და ხელი შეუწყოს მწვავე დაპირისპირების შეწყვეტას:

“ლელო საქართველოსთვის” შეშფოთებას გამოთქვამს ისრაელში განვითარებული მძიმე საჰაერო თავდასხმის გამო, რაც ამ წუთებში მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

სრულიად მიუღებელია მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა და არაპროპორციული ძალის გამოყენება.
მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებამ მოახდინოს მყისიერი რეაგირება, რათა ეს მწვავე დაპირისპირება დაუყოვნებლივ შეწყდეს.

გვინდა ჩვენს მოძმე ერს მივუსამძიმროთ დაღუპულების და დაშავებულების გამო. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა დაუყოვნებლივ იზრუნონ დეესკალაციაზე, რათა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე არ დაზარალდეს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ დაპირისპირება უმოკლეს დროში დარეგულირდება და კონფლიქტი მშვიდობიან, მოლაპარაკების რეჟიმში გადაიჭრება.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 10 მაისს, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში “ჰამასის” ობიექტებზე იერიშები დაიწყო.

უკიდურესად დაიძაბა ვიტარება გასულ ღამეს, “ჰამასმა” თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა. “ჰამასმა” განაცხადა, რომ მან 130 რაკეტა გაუშვა თელ-ავივის მიმართულებით.

ოფიციალური ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 10 ბავშვი.

საჰაერო დარტყმების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა ისრაელში.

ამავე თემაზე:

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა

ღაზის სექტორში 35 ადამიანი დაიღუპა, ისრაელში კი – 5

თელ ავივის შემდეგ სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ლოდზე, სადაც გვიან ღამით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

 

magti 5g