LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება – პრეზიდენტი

58
zurabishvili-administracia-4

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება, მისასალმებელია.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საარჩევნო რეფორმა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის.

„მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება და ამ შეჯერებული დოკუმენტის უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიაში გაგზავნა!

მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება.

საარჩევნო რეფორმა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, დღეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. როგორც შევხედრის დასრულების შედმეგ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მოხდა შეთანხმება, რომ ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება – ერთი ოპოზიციის მიერ დანიშნული, მეორე კი პროფესიული ნიშნით შერჩეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g