LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია ყველა პარტიამ გადადგას ნაბიჯები რადიკალიზმისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ: ირაკლი კობახიძე

59
ირაკლი-კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების პუნქტები უნდა შესრულდეს და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პარტიამ გადადგას ნაბიჯები რადიკალიზმისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ.

კობახიძის განცხადებით, ხელშეკრულება არის ერთგვარი საწყისი წერტილი და დანარჩენი დამოკიდებულია მხარეების მოქმედებაზე.

“ამ შეთანხმების პუნქტები უნდა შესრულდეს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პარტიამ გადადგას ნაბიჯები რადიკალიზმისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ. ეს არის მთავარი, რაც შეთანხმების დოკუმენტშია ასახული. ამ დოკუმენტის მთავარი ამოცანა და მიზანია ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი დაკვირვება. რა თქმა უნდა, ისინი უნდა დააკვირდნენ შეთანხმების აღსრულების პროცესს”, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g