ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ “მთავარი არხის” ჟურნალისტმა მეუფე ანტონი მწყობრიდან თავად გამოიყვანა და სწორედ ამას მოყვა ინციდენტი.
სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა საგანგაშო ხასიათი მიიღო – TDI
„ჩავიდა თქვენი კოლეგა მეუფე ანტონთან, ტაძრის დღესასწაულია, დაბადების დღეა, კადრებიდან ჩანს, არაა ნასვამი. დავთვალე, 11-ჯერ ცდილობს მთელ სიუჟეტში გამოიყვანოს წყობიდან. პირველი, რასაც უწყებს ლაპარაკს – მეუფემ სცემა მღვდელი და თქვენ რას იტყვით. მეუფე რამდენჯერმე ეუბნება, დამანებეთ თავი, არ მსიამოვნებს თქვენთან საუბარი. და ბოლოს ახერხებს ეს ადამიანი…
აუცილებლად დადგება დრო და ამის გამო, დაისჯებით - ჟურნალისტი მეუფე ანტონს
"მთავარი არხის" ჟურნალისტს გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა, მეუფე ანტონმა ეპარქიაში გადაადგილება აუკრძალა, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ცუდია, გგონიათ მეუფე ანტონს მოსწონს მისი საქციელი? ხელით არ უნდა შეეხოს არავინ არავის. მე ამ ამბიდან დავიმახსოვრე, რომ 11-ჯერ თუ შეეცდება ვინმე ჩემი მწყობრიდან გამოყვანას, მოვითმენ. მე-15-ზე შეიძლება ვერც მე მოვითმინო და შეიძლება მეც შევეხო ხელით, მეც ადამიანი ვარ. თუმცაღა, ამ, საქციელს არავითარი გამართლება არ აქვს.
აქ საუბარია, რომ მოახერხა ჟურნალისტმა და მე-11 მცდელობაზე გამოიყვანა მწყობრიდან”, – აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.
ბევრი სიმბოლოა და მოდი ამოვიცნოთ – ვახო სანაია ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება
