გამძლეობა ექსტრემალურ პირობებში, ძრავის დაცვა და ხანგრძლივი სიცოცხლე – გლობალური საცხებ-საპოხი მასალების წამყვანი ამერიკული ბრენდის Mobil-ის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის. ის აწარმოებს ზეთებსა და ლუბრიკანტებს საავტომობილო, ინდუსტრიული, საავიაციო და საზღვაო სფეროებისთვის. Mobil იყო პირველი, ვინც აშშ-ში რეაქტიული ავიაციური საწვავის წარმოება დაიწყო.
ExxonMobil-მა საფუძველი დაუდო უმაღლესი ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების შექმნას. ბრენდი დღეს უკვე ასოცირდება ინოვაციასთან, შესრულების საიმედოობასთან და უკომპრომისო ხარისხთან.
Mobil-ის მთავარი უპირატესობები
- ძრავის დაცვა და ხანგრძლივი სიცოცხლე – Mobil 1-ის ზეთები ცნობილია ხარისხით და ძრავას იცავს ცვეთისგან, ნალექისა და ჭუჭყისგან. აქტიურად გამოიყენება ექსტრემალურ პირობებში, რადგან მას აქვს თერმული და ოქსიდაციური მდგრადობა.
- Advanced Synthetic Technology – სრულად სინთეზური ფორმულა – Mobil 1 დამზადებულია მოწინავე სინთეზური ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს ძრავის სისუფთავეს, აუმჯობესებს მუშაობას მაღალ და დაბალ ტემპერატურებზე, იცავს ტურბო და უშუალო ინჟექტორიან ძრავებს.
- საწვავის ეკონომია – Mobil-ის დაბალსიბლანტიანი ზეთები ამცირებს ძრავის შიდა ხახუნს, რაც უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას.

Mobil 1 იყო პირველი სინთეზური ზეთი, რომელიც 1974 წელს გამოჩნდა. ის 70-ზე მეტ ავტობრენდში გამოიყენება, როგორც ძრავის პირველადი ჩასხმის ზეთი. მუშაობს ექსტრემალურ ტემპერატურებზე: -40°C-დან +150°C-მდე.
აღსანიშნავია, რომ Mobil-ის სინთეზური ზეთების გამოცდა თავდაპირველად ისეთ ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობდა, რომ NASA-მ მათი ფორმულების ნაწილი საკუთარ პროგრამებშიც კი ჩართო – ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ზეთი სტაბილურობას მაღალი წნევის, სიცხისა და სიცივის პირობებშიც კი ინარჩუნებს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ Porsche-ს ყველა ახალი მოდელი ქარხნიდან გამოდის სწორედ Mobil 1-ით შევსებული ძრავით – ეს პარტნიორობა ხაზს უსვამს ხარისხსა და ინჟინრულ სიზუსტეს.
Mobil აქტიურად მონაწილეობს გარემოსდაცვით ინიციატივებში, სასაქონლო შეფუთვის გადამუშავების პროგრამებში. ბრენდის მიზანია, დამდეგი ათწლეულისთვის გახდეს უფრო ნახშირბადნეიტრალური მწარმოებელი.

Mobil-ის ძირითადი პროდუქტები
1. Mobil 1 – პრემიუმ სინთეზური საავტომობილო ზეთი, რომელიც განკუთვნილია მაღალი წარმადობის ძრავების, ტურბო ძრავებისა და ექსტრემალური პირობებისთვის. გამოირჩევა სისუფთავით, საწვავის ეკონომიით და ძრავას იცავს ცვეთისგან. ფართოდ გამოიყენება როგორც სპორტში (F1, NASCAR), ისე ყოველდღიურ ავტომობილებში.
2. Mobil Super – მაღალი ხარისხის სინთეზური ან ნახევრად სინთეზური ზეთების სერია, ხელმისაწვდომი და საიმედო პროდუქტი ავტომობილების მძღოლებისთვის. იცავს ძრავას ცვეთისგან და უნარჩუნებს სისუფთავეს.
3. Mobil Delvac – განსაკუთრებით რეკომენდებულია მძიმე სატვირთო ავტომობილებისთვის, ავტობუსების, სპეც. ტეკიქნისა და დიზელზე მომუშავე ძრავებისთვის. პოპულარულია ლოგისტიკის, სამშენებლო და აგრარულ სექტორებში. იცავს ძრავას მძიმე დატვირთვისა და შორ გზაზე გადაადგილების პირობებში.
4. Mobil Industrial – ინდუსტრიული ლუბრიკანტები, რომლებიც გამოიყენება ქარხნებსა და საწარმოო სისტემებში. მოიცავს ჰიდრავლიკური, კომპრესორის, ტურბინის ზეთებს, საპოხებს და სხვა. შექმნილია რთულ და ინტენსიურ სამუშაო გარემოში გამოყენებისთვის.
Mobil – სუპერქარების რჩეული ბრენდი
საცხებ-საპოხი მასალების წამყვან ამერიკულ ბრენდს ნდობა უკვე გამოუცხადეს მსოფლიოს ცნობილმა ავტომწარმოებლებმა: Porsche, Mercedes-AMG, Honda და Toyota.
Mobil 1 გამოიყენება მოტოსპორტში და არის ოფიციალური ზეთი ავტოსპორტის ისეთი გიგანტებისთვის, როგორებიც არიან: Red Bull Racing (Formula 1), Porsche Motorsport, NASCAR-ის გუნდები, 24 Hours of Le Mans, Moto GP. შეჯიბრებებში მოპოვებული გამოცდილება გამოიყენება სამომხმარებლო ზეთების გაუმჯობესებაში.
საქართველოში ამერიკული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი „თეგეტა მოტორსია“. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია mobil-ს ოფიციალურად წარადგენს სომხეთსა და უზბეკეთში.
(R)