LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაგთისა“ და „სილქნეტის“ აბონენტებს ტარიფი ეზრდებათ

mobiluriqselebi

1 მარტიდან კომპანია “სილქნეტი” სატარიფო ცვლილებებს გეგმავს. მობილური ქსელების მომსახურება ძვირდება. თუმცა, კომპანიაში ამბობენ, რომ პაკეტებში იზრდება მობილური ინტერნეტის და სმს-ის მოცულობები.

“ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს,” – განმარტავენ კომპანიაში.

იზრდება „ჯეოსელის“ და „მაგთის“ აბონენტების ტარიფები. ორივე კომპანიას საკუთარი ტარიფი ექნება, ნამატი ფასით. კომპანია „სილქნეტის“ ინფორმაციით, რომელმაც „ჯეოსელი“გასულ წელს შეისყიდა, ახალი, გაზრდილი ტარიფი 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.

„მაგთის“ შემთხვევაში, 18 თებერვლიდან მომხმარებელი „მარტივი 25“-ის ნაცვლად, განახლებულ პაკეტ „მარტივს“ მიიღებს. პაკეტი 5 ლარით ძვირი იქნება და 30 ლარი ეღირება. გაძვირებული პაკეტის „მარტივის“ ფარგლებში მოქალაქეები გაზრდილ მობილურ ინტერნეტს მიიღებენ და 1 000 მგ-ის ნაცვლად ის 1 500 მბ იქნება.

კომპანიის ინფორმაციით, მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი შემცირდება 70 თეთრიდან 10 თეთრამდე; პაკეტებში შემავალი ინტერნეტის მოცულობის ამოწურვის შემდეგ 1 მბ-ის ფასი მცირდება 15 თეთრიდან 10 თეთრამდე;

სატარიფო ცვლილებების მიხედვით, 5 ლარიანი პაკეტი 7 ლარი, 10 ლარიანი კი 15 ლარი ხდება:

არსებული პაკეტის – მეტი S, (ინტერნეტი 100 მეგაბაიტი, 100 სმს), ფასი 5 ლარის ნაცვლად, 7 ლარით განისაზღვრება, ახალი პაკეტის ფარგლებში მომხმარებლისთვის ინტერნეტი 300 მეგაბაიტი და 300 სმს იქნება ხელმისაწვდომი.

არსებული პაკეტი – მეტი M (შიდა ქსელზე უსასრულო წუთები, ინტერნეტი 300 მეგაბაიტი და 1000 სმს), რომლის ფასი 10 ლარია, სატარიფო ცვლილებების თანახმად, 15 ლარით განისაზღვრება, მომხმარებელი შიდა ქსელში კვლავ უსასრულო წუთებით, 1 გიგაბაიტი ინტერნეტით და ულიმიტო სმს-ებით ისარგებლებს.

ხოლო, სტარტ პაკეტის (10მბ/წმ) აბონენტები ავტომატურად გადავლენ სტარტ+პაკეტზე (20მბ/წმ), რომლის ღირებულება 26 ლარის ნაცვლად, 30 ლარი იქნება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g