ივლისის ბოლოს მოცეკვავე მილიონერი, ჯან ლუკა ვაკი ჯორჯია გაბრიელას ვიცე მის სამყარო 2015-თან, არიადნა გუტიერესთან რომანის გამო დაშორდა. თავდაპირველად ვაკი სიჩუმეს ინარჩუნებდა და არ ადასტურებდა მოარულ ხმებს, თუმცა, უკვე აგვისტოს დასაწყისში საზოგადოებაში ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად გამოჩნდა. ამის შემდეგ ჯან ლუკას ფინანსური პრობლემები დაეწყო, მისი აქტივები ვალების გამო დააყადაღეს, თუმცა, მოცეკვავე მილიონერი არ დანებდა და სირთულეებს ახალ სიყვარულზე პოსტით უპასუხა. წყვილის ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდა, რამდენიმე დღის წინ მათი რომანი დასრულდა და როგორც ჩანს ინიციატორი არიადნა იყო, რადგან გოგონამ თავისი Instagram ექაუნთიდან ყველა საერთო ფოტო წაშალა, აი ვაკი კი ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე არ წასულა და მის ბლოგზე საერთო ფოტოების ნახვა ისევ არის შესაძლებელი. განშორების მიზეზები უცნობია, თუმცა, პრესაში ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ ჯან ლუკა ვაკის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.
იტალიური გამოცემები წერენ, რომ ვაკიმ ერთ-ერთი ბანკისგან 10,5 მილიონი ევრო ისესხა, თუმცა არ იხდიდა. შედეგად დაუყადაღეს ვილები, იახტები და აქციები მანამ, სანამ ვალს არ დააბრუნებს.

