მოცეკვავე, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ რამდენიმე სეზონის მონაწილე, მზია ორველაშვილი გათხოვდა. ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა და ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ (6 ოქტომბრის ნომერი) ესაუბრება.
მზია ორველაშვილი:
ამჟამად ფინეთში ვიმყოფები. ამ ქვეყანაში ოჯახით, ქმრითა და შვილით წამოვედი. აქ ვაპირებთ ცხოვრებას და ბიზნესის გაკეთებას, რამდენიმე წელი დავრჩებით და ალბათ, მერე საქართველოში დავბრუნდებით. უფროსმა შვილმა უნივერსიტეტში ჩააბარა და უკვე სტუდენტია. ის საქართველოში დარჩა…
რატომ გადაწყვიტეთ საცხოვრებლად ფინეთში გადასვლა?
ჩემი მეუღლე ისედაც ევროპაში ცხოვრობდა, თუმცა ავსტრიაში. მერე გარკვეული პერიოდით ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ მალე გადავწყვიტეთ, რომ ისევ ევროპისკენ წავსულიყავით. აქ ვაპირებ სამეჯლისო სპორტული ცეკვების ფედერაციის გახსნას, რაშიც სახელმწიფოც ძალიან მიწყობს ხელს. ძალიან კარგ ქვეყანაში მოვხვდი. ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს, ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი განვითარებისთვის და ჩემი ოჯახისა თუ ახლობლების კეთილდღეობისთვის უკეთესია, აქ ვიყო.
მე და ჯემო უკვე დიდი ხანია, ერთად ვართ, უბრალოდ, ეს ამბავი არ გამისაჯაროებია. არ მინდოდა, კუდები გამოებათ. რაც უფრო ჩუმად ხარ, მით უფრო ბედნიერად გრძნობ თავს. ზედმეტად არავინ ერევა შენს საქმეში. კარგად ვართ, ერთად დიდ ძალას წარმოვადგენთ, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. ჩემს შილებთანაც იდეალური დამოკიდებულება აქვს, ალექსანდრე მამას ეძახის. თვითონაც ძალიან უყვარს ბავშვები.