სოციალური ქსელები პოპულარობის მსურველ ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს. საკმარისია, გქონდეთ ქარიზმა და სიმღერა, ცეკვა, ხატვა ან სხვა უნარი, რითიც ადამიანებს მოხიბლავთ – გადაიღეთ კამერით, ატვირთეთ „ინსტაგრამზე“ და დიდი შანსია, პოპულარული არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ – მთელი მსოფლიოსთვის გახდეთ.
ამჯერად „ინსტაგრამის“ ვარსკვლავად ორსული გოგონა, მიმი აიკონი იქცა, რომელიც ორსულობის მეცხრე თვეშია, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს, აქტიურად იცხოვროს – იცეკვოს საყვარელ ქმართან ერთად, ივარჯიშოს და ა.შ.
ვიდეოებმა, რომელიც მიმიმ „ინსტაგრამზე“ განათავსა, ინტერნეტი ააფეთქა.
A video posted by # Mimi Ikonn (@mimiikonn) on
A video posted by # Mimi Ikonn (@mimiikonn) on