საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, „ბიბლუსი ჯგუფი“ საახალწლო ფესტივალის მასშტაბურ ღონისძიებას აუქმებს.
აღნიშნულის შესახებ „ბიბლუსი ჯგუფი“ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საზეიმო ღონისძიების ჩატარებას არამართებულად მიჩნევენ:
„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, „ბიბლუსი ჯგუფი“ აუქმებს საახალწლო ფესტივალის მასშტაბურ ღონისძიებას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებისთვის მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით, მოცემულ სიტუაციაში არამართებულად მიგვაჩნია საზეიმო ღონისძიების ჩატარება“, – აღნიშნულია „ბიბლუსი ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, „ბიბლუსი ჯგუფი“ აუქმებს საახალწლო ფესტივალის მასშტაბურ ღონისძიებას….
Posted by Biblusi New Year Festival • ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი on ოთხშაბათი, 11 დეკემბერი, 2024