LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოჩვენება ბავშვის საწოლთან – ავსტრალიელმა ქალმა ვიდეო-ჩანაწერი გაავრცელა

100

ავსტრალიელმა ჯეიდ იეითსმა ბავშვის საწოლის გასაკონტროლებელ მონიტორზე უცნაური გამოსახულება შენიშნა, რამაც ქალი ძალიან შეაშინა. ვიდეო ჯეიდმა „ფეიქბუქზე“ განათავსა და ჩანაწერი 15 ათასზე მეტმა ადამიანმა გააზიარა.

ჩანაწერში ჩანს ბავშვის საწოლთან გაურკვეველი ლანდივით გამოსახულება.

„ჯერ კიდევ 5 წუთის წინ მოჩვენებების არ მჯეროდა, მაგრამ ამ ღამ ძილს ნამდვილად ვეღარ შევძლებ,“ – დაწერა იეითსმა „ფეისბუქზე“.

მისივე თქმით, გოგონას ლოგინში ეძინა და ოთახში მის გარდა არავინ იყო.

სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯეიდმა მოჩვენება თავად გამოიგონა, ნაწილი კი ჩანაწერმა ძალიან შეაშინა.

თავად იეითსი კი ირწმუნება, რომ ვიდეოზე გამოსახული აჩრდილი მის შვილზე უფროს ბავშვს ეკუთვნის.

„ვხედავ მოჩვენების ყურებს, თვალებს, მკლავს,“ – წერს ჯეიდი.

ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ საწოლთან არაფერი კიდია, ფანჯრებზე მუქი ფარდებია ჩამოფარებული, კარი კი ვიდეოს გადაღების დროს დახურული იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g