„მოჩვენება ჯავშანში“ ამერიკულ კინოგაქირავებაში ჩავარდა, ამის შესახებ ფილმის კინოგაქირავებაში გამოსვლის პირველი კვირის მოგების მონაცემებით გახდა ცნობილი. 110 მილიონიანი ბიუჯეტით ფილმის ამჟამინდელი მოგება 19 მილიონ დოლარს შეადგენს.
ფილმი უინტერესო აღმოჩნდა თინეიჯერებისთვის. ბილეთების 76% 25 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებმა შეიძინეს. ფილმის გადარჩენა ვერც სკარლეტ იოჰანსონმა შეძლო, რომელიც მთვარა როლს ასრულებს.