LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოჩვენება ჯავშანში“ კინოგაქირავებაში სკარლეტ იოჰანსონის გამო ჩავარდა

45

ფილმში „მოჩვენება ჯავშანში“ მთავარ როლზე სკარლეტ იოჰანსონის მიწვევა სტუდია Paramount-ს შესაძლოა, ძალიან ძვირი დაუჯდეს. პროექტის ზარალმა მინიმუმ 60 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო განსაკუთრებული წარუმატებლობის შემთხვევაში ის 100 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

დიდ ეკრანებზე ფილმი ცოტა ხნის წინ გამოვიდა, თუმცა უკვე ცხადია, რომ ის კინოგაქირავებაში ჩავარდა. Paramount-ის ტოპ-მენეჯერებმა კი აღიარეს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი არასწორად შერჩეული ქასტი და მისი მთავარი პერსონაჟი – სკარლეტ იოჰანსონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები