ქართველი მოდელი ლიკუნა სტურუა მოგზაურობის კადრებს გამომწერებს უზიარებს.
ლიკუნა შეყვარებულთან, გურამ ყაველაშვილთან ერთად მოგზაურობს. გურამ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილთან შვილია.
მოგზაურობის კადრებში ლიკუნამ პრეზიდენტის შვილიც მონიშნა და დაწერა „გურამჩიკ“.
„საყვარლები“, „მიყვარხართ“, – წერენ ლიკუნას გამომწერები.
ლიკუნა სტურუა ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როდესაც ის ანუკი არეშიძის Resort კოლექციის სახედ მოგვევლინა.
ის ასევე არის ნინო ცქიტიშვილის სააგენტოს, Look Models Management-ს წარმომადგენელი.
პირველივე კასტინგის შემდეგ ის Armani-ს ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა შვეიცარიაში, რასაც იტალიური Elle Spose-ისა და Elle Japan-ის გარეკანები მოჰყვა.
მოდის პარალელურად, ლიკუნა ვიზუალურ ხელოვნებას მილანის უნივერსიტეტში სწავლობდა.
