გადაცემას ”რადიო დუეტი” ახალგაზრდა პოეტი, ბაჩო რამიშვილი ესტუმრა.
– როგორ ხარ?
– იდეალური განწყობა მაქვს, მე ხომ თქვენს გვერდით ვარ…
– ცოტა ხნის წინ საღამო გქონდა ლაშა ღლონტთან ერთად, მე ვიყავი მისი ორგანიზატორი და მოვაწყვეთ მარტის გაცილება. მოგვიყევი მის შესახებ…
– გერმანიისა და საქართველოს ნაკრებების თამაში დაემთხვა და მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრია ადამიანი მოვიდა, რამაც გამაოცა. დიდი მადლობა მინდა თითოეულ ადამიანს გადავუხადო, შენ თაკო, ლაშას…
– შენ ჩვენთან პირველი სტუმრობისას აღნიშნე, რომ ლექსებს წერ დეკემბრიდან მარტის ჩათვლით… ახლა რა ხდება?
– ბოლო ლექსია გასაღები და ვნახოთ თუ გავაღებ კიდევ შემდეგ თვეებს, ის აპრილში დაიწერა.
– კრებულის გამოცემას ხომ არ გეგმავს?
– ალბათ აუდიო ვერსიად გამოვცემ ჩემ დისკს, სადაც ჩემი რამდენიმე ლექსი და სიმღერა შევა.
– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…
– მარტში დაიწყო ამ სიმღერაზე მუშაობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპოზიტორ სოფო რაფაელას. მადლობა შენ ასევე თაკო, ხვიჩა მაღლაკელიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა. ლექსი მე მეკუთვნის, გიტარა ხვიჩას, არანჟი ბადრი ფილიშვილს, მუსიკა კი სოფოს. ”მოდი დავანებოთ თავი ერთმანეთს” – ასე ჰქვია ამ სიმღერას.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ბაჩო რამიშვილი – მოდი დავანებოთ
ბაჩო რამიშვილი – ვიდეო კოლაჟი
ბაჩო რამიშვილი – ლექსი: შენი თვალებია
ბაჩო რამიშვილი – ლექსი: გასაღები
