ბოლო პერიოდში, „პლანეტის ყველაზე სასურველი მამაკაცი“ ჩაცმულობაში ჭრელ ფერებს ანიჭებს უპირატესობას, 58 წლის პიტი არაერთხელ გამოჩნდა ყოველდღიური სტილითაც.
თუმცა, ახლახან გავრცელებულ ფოტოებში პიტი კვლავ დახვეწილი და ელეგანტური „ლუქითაა“ წარმოდგენილი. ნიუ-იორკში გადაღებულ ფოტოებში ბრედს შავი სმოკინგი და თეთრი პერანგი აცვია, ყელზე კი შარფი აქვს მოხვეული. მის „ლუქს“ მზის სათვალე ასრულებს. აღსანიშნავია, რომ პიტს ბლანჟე საოცრად უხდება.
ცნობისთვის, ასეთ ფორმაში გამოწყობილი მსახიობი ინტერვიუზე მიემართებოდა.