ჯენი ბევანი კინოაკადემიის რიგით 88-ე ცერემონიაზე უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა. ბევანმა ოქროს ქანდაკება საუკეთესო კოსტიუმების ავტორის ნომინაციაში აიღო ფილმიდან „შეშლილი მაქსი“. ის მერვედ იყო ნომინირებული ოსკარზე, თუმცა აქამდე უკვე მიღებული აქვს ეს ჯილდო. ასევე აქვს Tony Award-ისა და BAFTA-ს პრესტიჟული ჯილდოებიც ამავე ნომინაციაში.
ჯენი ბევანი პრიზის ასაღებად სცენაზე ტყავის ქურთუკსა და შარვალში ავიდა. მისი ანსამბლი უფრო ყოველღიური სამოსის ასოციაციას ქმნიდა, ვიდე საღამოს წვეულების. თავად დიზაინერმა ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ საღამოს კაბები საერთოდ არ უყვარს. ის თვლის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მთავარი კომფორტია და არა ის, რას ფიქრობს შენზე ხალხი. ბევანი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ვარსკვლავების იმიჯზე ზრუნავენ და თავად არასოდეს იქცევენ ყურადღებას. ბევანს კულუარებში ჰოლივუდის სტილის დედოფალს ეძახიან, რადგან ყველა ფილმი, რომელზეც ის მუშაობს, განსაკუთრებულია კოსტიუმების მხრივ.