LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოდით, ახლა დავჭკვიანდეთ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ, არ დავინახო, რომ ტონს აუწიოთ, აქ არც ერთი არ გეგონოთ თქვენზე ნაკლები მამაკაცი ვინმე“ – თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს

265
თეა წულუკიანი

დღეს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მეშვიდე სხდომა მიმდინარეობს.

კომისია დღეს გენერალ მამუკა ყურაშვილს უსმენს. ის კომისიის სხდომაზე სამხედრო ფორმით მივიდა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომია. 

მამუკა ყურაშვილი: „არ მაქვს უფლება, 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვებს არ გავცე პასუხი, ვერცერთ ტვინმოღრეცილს საშუალებას ვერ მივცემ დაღუპული გმირის ოჯახთან მივიდეს და უთხრას, თქვენს შვილს უღირსი ადამიანი მეთაურობდაო“

მიმდინარე სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მამუკა ყურაშვილს მიმართა: „ბატონო გენერალო, მოქალაქეები გვეყოლება მგონი გადასარჩენი, არ არის აქ კარგად საქმე – რომელი დღე იყო ეს რომ გადაეცით?“ – აღნიშნული კითხვის საპასუხოდ, მამუკა ყურაშვილმა თეა წულუკიანს რეპლიკით უპასუხა:

„რას ჰქვია გადასარჩენი, ბოლო წამამდე ვცდილობდით, რომ აგვეცილებინა კონფლიქტი, რას მეკითხებით ვერ გავიგე, ბოლო-ბოლო რა გინდათ?“.

აღნიშნული რეპლიკის შემდეგ, თეა წულუკიანმა მამუკა ყურაშვილს მიმართა:

„მე არ მგონია, რომ თქვენ იმ ტონით უნდა საუბრობდეთ, რა ტონითაც საუბრობთ და მოდით ყველა მოვიქცეთ იმ სამხრეების შესაბამისად, რითაც მობრძანდით.

გუშინწინ, განსაკუთრებით გუშინ, ვერავინ იტყვის, რომ ან რაიმე ტიპის შეურაცხყოფა მივაყენეთ ვინმეს, ან რომ აქ არ არის ნორმალური პირობები შექმნილი, რომ ჩვენ ვიმუშაოთ და ვისაუბროთ კომფორტულ პირობებში.

გუშინ, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ძალიან ბევრი რაღაც გავატარე, ტონი გავატარე, „ტო“-ების ძახილი გავატარე. ამიტომ, მოდით, ახლა დავჭკვიანდეთ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ, არ დავინახო, რომ თქვენ ტონს აუწიოთ.

თუ მობრძანდით მუნდირით, პირველ რიგში, მუნდირს ეცით პატივი. გასაგებია? რა მინდა და ახლა დაგისვამთ კითხვას და უპასუხეთ. აქ არც ერთი – რბილად ვიტყვი და ბოდიშს ვუხდი კომისიის წევრებს – არ გეგონოთ თქვენზე ნაკლები მამაკაცი ვინმე“, – მიმართა თეა წულუკიანმა მამუკა ყურაშვილს.

„ნაციონალური მოძრაობა“ – გენერლებმა გოგავამ და ყურაშვილმა დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა, ისინი თავს ვალდებულად თვლიან, ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g