ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქალებს მოუწოდებს, მოძალადე ქმრებისგან გაიქცნენ, რადგან სტატისტიკით, ასეთი ურთიერთობის უმეტესობა მკვლელობით სრულდება.
“გუშინ გამოქვეყნდა, კაცმა ცოლს დააჭრა ყურები, შემსწრე მამაკაცი კი მოკლაო.. იმის წინ სხვამ ვიღაცამ ცოლი მოკლაო, იმის წინაც ვიღაცამ ცოლი მოკლაო…
მოძალადე ქმრებისგან გაიქეცით, ქალებო. მსოფლიო სტატისტიკით, 75% ამგვარი ურთიერთობის ქალის მკვლელობით სრულდება. სად გაიქცეთ? კატეგორიულად უნდა დაისვას საკითხი დედათა და ბავშვთა თავშეასაფრების არსებობაზე.
სახელმწიფოს უპირველესი ვალია დაიცვას მოქალაქეები. ამგვარი თავშესაფრების პრაქტიკა არსებობს განვითარებულ ქვეყნებში, ველოსიპედს გამოგონება არ სჭირდება. მესმის, რომ უვიცთათვის დავალების “გადაწერაც” ძნელია, მახსოვს, ერთმა სკოლელმა საკონტროლოზე ზეტების ნაცვლად 7-იანები გადაიწერა, მაგრამ მაინც “გადმოსაწერია” ეს დავალება, თუნდაც შეცდომებით!!!!!!” – წერს ფანჯიკიძე.