სოფო გელოვანს კორონავირუსი 6 დღის წინ დაუდასტურდა. მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავს სტაბილურად გრძნობს, თუმცა კორონავირუსმა მოძებნა მისი სუსტი წერტილი, ხმას ებრძვის.
“დღეს მე 6 დღეა ,სტაბილურად ვარ განსაკუთრებით არაფერს ვუჩივი. ერთადერთი ხმას ებრძვის. მოძებნა ჩემი ყველაზე “სუსტი” ადგილი …
იმედი მაქვს ბოლოს დამიბრუნებს და ისე წავა…
მამხნევებთ,თან როგორ
მაძლიერებს თითოეული თქვენი სიტყვა და მადლობელი ვარ ამისათვის,”-წერს სოფო გელოვანი სოციალურ ქსელში.