2022 წელს საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, პარალელურად საკმაოდ მაღლა აიწია ფასების ნიშნულმაც, თუმცა ამას არ მოუხდენია გავლენა ტრანზაქციების რაოდენობაზე. ფაქტია, რომ ბინები ელვის სისწრაფით შენდება და იყიდება.
მოვლენების ასეთი სწრაფი განვითარების ფონზე, სასურველი უძრავი ქონების მოძებნას დიდი ყურადღება და ისეთი მეგზური სჭირდება, რომელიც ყველა ასპექტში გვერდში დაგიდგებათ და საუკეთესო გზამკვლევი იქნება უძრავი ქონების ბაზარზე.
area.ge უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმაა, რომელიც ეხმარება როგორც ქონების მაძიებელს სასურველი ბინის, სახლის, ოფისის თუ კომერციული ფართის შეძენაში, ასევე აქტიური დამხმარეა გაყიდვის საკითხშიც და გვერდში უდგას ქონების მესაკუთრეს დროულად და წარმატებით დაასრულოს გარიგება.
ის, რაც არეას სხვებისგან გამოარჩევს არის ბინების ფართო არჩევანი. საიტზე წარმოდგენილია როგორც მეორეული, ასევე ახალაშენებული და მშენებარე პროექტები.
ყველა წამყვანი სამშენებლო კომპანია, რომელიც აქტიურად აშენებს ახალ-ახალ სახლებსა თუ საცხოვრებელ კომპლექსებს, სწორედ არეაზე წარადგენს გასაყიდ ქონებას და არეას მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურ შეთავაზებებს და შესაძლებლობას, დეტალურად დაათვალიერონ მათთვის საინტერესო პროექტი, რენდერები, ექსტერიერი, ინტერიერი, ინფრასტრუქტურა და.ა.შ.
მხოლოდ არეა იძლევა საშუალებას, რომ დეველოპერული კომპანიის მიხედვით მოძებნო მის მიერ შემოთავაზებული მშენებარე თუ დასრულებული პროექტები სხვადასხვა ლოკაციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით.
გასათვალისწინებელია, რომ არეაზე სასურველი ქონების მოძებნა ძალიან მარტივია. მოსახერხებელი პლატფორმა იძლევა საშუალებას საკუთარი სურვილების გათვალისწინებით მოძებნოთ ბინა. თუ უკვე ჩამოყალიბებული ხართ დაახლოებით რამდენ საძინებლიანი ბინა გსურთ, რომელ სართულზე, რამდენი უნდა იყოს საერთო ფართი და.ა.შ. შეგიძლიათ ეს კრიტერიუმები მონიშნოთ საძიებო ფილტრში და ამის მიხედვით დაიწყოთ იმ განცხადებების განხილვა, რომელიც თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
მას შემდეგ, რაც იპოვით თქვენი გემოვნების შესაფერის ბინას, შეგიძლიათ ონლაინ, პირდაპირ არეას პლატფორმიდან მოითხოვოთ იპოთეკური სესხი. საიტზე მარტივი აპლიკაციის შევსებისა და გაგზავნის შემდეგ, დაელოდებით ბანკის წარმომადგენლის ზარს, რომელიც დაასრულებს სესხის აღების პროცედურას.
როგორც წესი, იპოთეკური სესხის აღებისას ინტერესდებიან, საჭიროა თუ არა შემოსავლების დადასტურება სესხის ასაღებად, დიახ, რა თქმა უნდა. იპოთეკური სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე არ გაიცემა, თუმცა შემოსავლების დადასტურება არ ნიშნავს მხოლოდ ოფიციალურად დარიცხული ხელფასის არსებობას. შესაძლებელია, სესხის მოთხოვნისას, შემოსავლების დამადასტურებლად წარმოადგინოს ფულადი გზავნილების, ჩარიცხვებისა ან/და გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ეწვიეთ area.ge – ს და მოგეცემათ საშუალება, არა მარტო იპოვოთ თქვენთვის სასურველი ბინა, არამედ მოიძიოთ ფინანსები მის შესაძენად არეას ჩართულობით.
(R)