LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძებნე უძრავი ქონება area.ge-ს საშუალებით

106
მოძებნე უძრავი ქონება

უძრავი ქონების მოძებნა მარტივი ნამდვილად არაა. ზოგადად, ბინის ყიდვა, საცხოვრებლის შეცვლა საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ადამიანები დიდ დროს უთმობენ ამ საკითხს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სახლი არის ადგილი, სადაც ოჯახის თითოეულმა წევრმა თავი კომფორტულად უნდა იგრძნობს, ჰქონდეს თავისი პირადი სივრცე და ზოგადად, სიცოცხლის მნიშვნელოვანი წლები იქ გაატაროს.

როგორ უნდა მოძებნო უძრავი ქონება?

იმისათვის, რომ უძრავი ქონების მრავალფეროვან მორევში არ გადავარდეთ და კონკრეტულად ის მოძებნოთ, რაც თქვენს მოთხოვნებს ერგება, არსებობს უძრავი ქონების პირველი თანამედროვე პლატფორმა Area.ge. იგი ეხმარება როგორც მყიდველს, ასევე მაძიებელს არჩევანი შეაჩეროს სწორედ ისეთი ქონებაზე, როგორიც წარმოსახვაში ჰქონდა და ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა ნაბიჯი მარტივად მოაგვაროს.

არეას საიტს მარტივი ინტერფეისი აქვს. საძიებო ფილტრში შესაძლებელია მონიშნოთ შესაბამისი პარამეტრები, მაგალითად უბანი, სადაც ბინის ყიდვა გსურთ, ფართი, ოთახების რაოდენობა და მხოლოდ ამ ინფორმაციის შემცველ განცხადებებს წარმოგიდგენთ საიტი. ეს გაგიმარტივებთ საქმეს და უფრო გულმოდგინედ დაათვალიერებთ განცხადებებს, სადაც ძირითადად შემოთავაზებული იქნება ქონება, თქვენთვის საინტერესო პარამეტრებით.

area.ge-ზე არა მხოლოდ საცხოვრებლის შეძენაა შესაძლებელი, არამედ, საოფისე თუ კომერციული ფართების, მიწის ნაკვეთების, კერძო სახლების და.ა.შ.. ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონების შემთხვევაში, იმავე პრინციპით შეგიძლიათ მონიშნოთ პარამეტრები და ურიცხვი განცხადებებიდან დატოვოთ მხოლოდ თქვენს კრიტერიუმებზე მორგებული.

ქონებას რომ  შეარჩევთ, შემდეგი ნაბიჯი ერთიანი თანხის მოძიება, ან იპოთეკური სესხის აღებაა. area.ge ამ მხრივაც ზრუნავს მომხმარებელზე, ბანკში მისვლისა და რიგებში დგომის გარეშე აძლევს შესაძლებლობას აიღოს იპოთეკური სესხი ონლაინ. აღსანიშნავია, რომ მსურველს შეუძლია სესხი ერთდროულად არეას 3 პარტნიორ ბანკში – საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და ტერაბანკში მოითხოვოს და მხოლოდ მასთან გააგრძელოს თანამშრომლობა, რომელიც უკეთეს პირობებს შესთავაზებს.

საიტზე ჩაშენებული სესხის კალკულატორის მეშვეობით, შესაძლებელია გამოითვალოთ, დაახლოებით, რამდენ პროცენტში მოგცემთ ბანკი თქვენთვის სასურველ თანხას, რამდენი იქნება ყოველთვიური შენატანი, რა ვადაზე გადანაწილდება სესხის სრული მოცულობა და.ა.შ.

როგორ უკვე აღინიშნა, არეაზე წარმოდგენილ უძრავი ქონების თითოეულ განცხადებას ჩაშენებული აქვს იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი. მომხმარებელი მარტივ აპლიკაციაში ავსებს შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს, იმეილს და აფიქსირებს სესხის მოთხოვნას დისტანციურად. აპლიკაციის გაგზავნით ხდება სესხის დისტანციური მოთხოვნა, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, ბანკის წარმომადგენელი აგრძელებს სესხის აღების პროცედურას თქვენთან ერთად.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g