area.ge – ის ციფრული პლატფორმაა, რომელმაც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ონლაინ სივრცეში გადმოიტანა და ამით გაუმარტივა საქმე მომხმარებელს.
არეას დახმარებით მარტივად შეგიძლია იყიდო, გაყიდო ან გააქირაო მშენებარე თუ მეორეული ბინები, კერძო სახლები, მიწის ნაკვთები, საოფისე, კომერციული ფართები, აგარაკები, კერძო სახლები.
პლატფორმაზე წარმოდგენილია ინფორმაცია მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული გასაყიდი, თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ. ძიების მარტივი ფუნქციონალი იძლევა საშუალებას, რომ უსწრაფესად იპოვოთ სასურველი უძრავი ქონება ყველგან, სადაც საქართველოა. განცხადებაში დეტალურადაა აღწერილი ქონების მდგომარეობა, ნათელი აღქმადი ფოტოები კი მაძიებელს უქმნის რეალურ წარმოდგენას მის შესახებ.
თუ ფიზიკურად არ გაქვს დრო, გაყიდო, იქირაო ან მოძებნო შენთვის სასურველი ქონება, შეაფასო მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეები და შემდეგ ჩაერთო ბიუროკრატიულ საკითხებში, არეა მისი პრემიუმ სერვისებით აგარიდებს თავიდან დამღლელ პროცესებს და დაგეხმარება უმარტივესად მოაგვარო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.
area.ge–ს უძრავი ქონების სერვისები
არეას ახალი სერვისი ექსპერტის მომსახურება გულისხმობს ექსპერტის დაქირავებას, რომელიც თქვენს ნაცვლად გააკეთებს ყველაფერს – მოძებნის ქონებას, წარმოგიდგენთ მას ძლიერი მხარეებითა და მახასიათებლებით, შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს და მოგცემთ საშუალებას გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი. გადაწყვეტილების შემდეგ კი ჩაერთვება გაფორმების საკითხშიც.
გაყიდვის შემთხვევაშიც ანალოგიურად მართავს პროცესებს, დაადგენს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას, იზრუნებს ვიზუალურად ეფექტური და შინაარსობრივად გამართული განცხადების მომზადებაზე, განსაზღვრავს მომხმარებელთა წრეს, პრეზენტაციებს ჩაუტარებს დაინტერესებულ პირებს, ჩაერთვება როგორც საბანკო პროცესებში, ასევე გადაფორმების დეტალებშიც.
არეას კიდევ ერთი გამორჩეული სერვისია იპოთეკური სესხის მოთხოვნა დისტანციურად. მოგეხსენებათ, იპოთეკური სესხის აღება ბევრ სხვადასხვა საფეხურს მოიცავს, მსურველს არაერთხელ უწევს ბანკში მისვლა, დოკუმენტაციის წარდგენა და.ა.შ
არეას შემთხვევაში გამარტივებულია ყველა ეს პროცესი. საიტზე არსებულ ნებისმიერ განცხადებას ჩაშენებული აქვს იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი, რაც ნიშნავს, იმას, რომ აპლიკაციის შევსების შემდეგ ონლაინ აგზავნის მსურველი განცხადებას ბანკში და არ სჭირდება ფილიალში მისვლა.
საიტზე ჩაშენებული სესხის კალკულატორით შესაძლებელია გამოთვალოთ რამდენი უნდა იყოს თქვენი მხრიდან თანამონაწილეობის პროცენტი კონკრეტული ქონების შესაძენად, რა ოდენობის თანხის გადახდა იქნება საჭირო ყოველთვიურად და რა ვადით გექნებათ სესხი.
დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღებისთანავე, შესაბამის აპლიკაციაში მხოლოდ პერსონალური ინფორმაციის – სახელი, გვარის, ტელეფონის ნომრის, ი-მეილის მისამართის მითითებით აგზავნით მოთხოვნას და ელოდებით ბანკის წარმომადგენლის ზარს დეტალების დასაზუსტებლად.
აღსანიშნავია, რომ არეა პარტნიორობს სამ ბანკთან – საქართველოს ბანკი, ვითიბი და თიბისი ბანკი, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს შეუძლია სესხის მოთხოვნა დისტანციურად სამივე ბანკში დააფიქსიროს და ყველაზე ეფექტური შემოთავაზების შედეგად იყიდოს მისთვის სასურველი ქონება.
R