LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე პარტიას “ხალხისთვის” აფუძნებს

114
ანა-დოლიძე

მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე პარტიას “ხალხისთვის” აფუძნებს. დოლიძის თქმით, ამ ეტაპზე პარტიაში გაწევრიანებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

მისივე განცხადებით, პოლიტიკური პარტია სახალხო ინტერესს მოემსახურება.

როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჩვენც შეწუხებული ვართ, იმ პოლიტიკური ჩიხით რაც შექმნილია, ჩვენს პოლიტიკაში. ამ პირობებში ჩემდამი გამოცხადებული ნდობის გამო, რაც არის მოსახლეობის 18% იმ კონკრეტულ ოლქში, ჩვენ გადავწყვიტეთ, პოლიტიკური პარტია შევქმნათ, რომელიც მთავარს – სახალხო ინტერესს მოემსახურება. ამიტომ მარტივად “ხალხისთვის” ერქმევა. დღეს ჩვენ პარტიაში გაწევრიანებისთვის ხელმოწერებს ვაგროვებთ, რადგან კანონმდებლობა ხელმოწერების გარკვეულ რაოდენობას მოითხოვს. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ ისე როგორც სხვა პარტია, კაბინეტში და თავის შემოგარენში, ჩვენ გავდივართ ხალხში!”, – განაცხადა დოლიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g