მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ ბათუმში სუს-ის შენობასთან მათი აქტივისტი თამარ კურატიშვილი დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებამდე პოლიციის თანამშრომლებმა თაკოს ვიდეოგადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რაზეც მისგან უარი მიიღეს, საპასუხოდ კი პოლიციამ მისი დაკავება გადაწყვიტა.
„ამ წუთებში ბათუმში, სუს-ის შენობასთან მიმდინარე აქციაზე უკანონოდ დააკავეს „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი.
დაკავებამდე პოლიციის თანამშრომლებმა თაკოს ვიდეოგადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რაზეც მისგან უარი მიიღეს. საპასუხოდ პოლიციამ მისი დაკავება გადაწყვიტა.
სუს-ის დავალებით პოლიცია აკავებს ყველა იმ პირს, ვინც პროტესტში აქტიურად მონაწილეობს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.