LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძრავი რეპიტერია, რომელიც აძლიერებს რადიოსიგნალს და მობილურ კავშირს – შსს საკრებულოს შენობაში სიგნალის ჩამხშობ აპარატურაზე განცხადებას ავრცელებს

151
Sss aparatura

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ, თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ტექნიკური საშუალება მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს. ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის როგორც რადიო სადგურის ასევე მობილური კავშირის მეშვეობით.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 14 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ. აღნიშნული მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს.
ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.

აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლილე ლიპარტელიანმა გუშინ, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკრებულოს მესამე სართულზე ინტერნეტის ჩამხშობი და მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა.

მისი ინფორმაციით, საკრებულოს მესამე სართულიდან უცხო პირმა ჩემოდნები ჩამოიტანა, რითიც ხმაური გამოიწვია და მისი ყურადღება მიიპყრო. ლიპარტელიანის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს შენობაში სიგნალის ჩამხშობი აპარატურის პოვნის შესახებ ინფორმაცია გუშინ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციისას, „ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g