LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოეფერე ქალაქელ კაცს, თბილი შეუყვარდები…

90

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”ღვინო, დუდუკი, ქალები” გია დავითიანი ესტუმრა.


სასმელი, ბახუსი…

ჩემი ლექსების კრებულს ქვია ნაბახუსევი თბილისი… სამი წელი ხდება აგვისტოში, რაც სასმელი არ მიპკურია. ჩემი ექიმი მეუბნება დალიეო, ყველამ იცის, რომ ოპერაცია გავიკეთე, 80 კილო ”მოვიჭერი” და გადავაგდე.


რითი უფრო შედიოდი ბახუსში
მაშინ, როდესაც სვამდი?

მე სეზონურად მქონდა დალაგებული ეს თემა, რადგან იყო პერიოდი როდესაც დღეში ორჯერ-სამჯერ მიწევდა ქეიფი. ზამთრის პერიოდში არაყს ვსვამდი, ზაფხულში კი ვიწყებდი თხელი ღვინით და გადავდიოდი ტანინიან ღვინოზე. შავი ღვინო დეგუსტაციისთვის დამილევია, მაგრამ არ შევსულვარ ბახუსში, ყოველთვის ვერიდებოდი.


სუფრა და სიმღერა, რა სუფრაა ის სუფრა  სადაც ჰანგი არ ტრიალებს…

დეტონაციას ავიტან, უსმენობას ვერა. რატომ, რისი გულისთვის…


ქალი სუფრას ალამაზებს, მამაკაცს კი უნთებს ალებს…

რა საკვირველია, ქალის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია და წარმოუდგენელია. არავინ იცის ვის რა უწერია, მაგრამ როდესაც ცხოვრებისეული მომენტები დგება, ისეთი, რაც მე დამემართა, აუცილებლად უნდა ნახო ადამიანი, რომელთანაც საერთო ენას გამონახავ. მე ყველა ჩემს მეგობარს ვურჩევ შექმნან ისევ ის ლამაზი ბუდე, რასაც ოჯახი ქვია. რადგანაც ქალბატონებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მინდა ერთ მათგანს მივუძღვნა ჩემი საკუთარი ლექსი:

ეგ თვალები, გიშერივით შავი დიდი თვალები

წამწამები აბრეშუმის მოხატული რკალები

ეგ ნიკაპი, მარმარილოს ყეელი შეუდარები

ცისარტყელას გევხარ თითქოს ცაში მოელვარები

გაზაფხულის სურნელია, ქრიან მარტის ქარები

შენს სიყვარულს ვერ ვეღირსე, გულში გამებზარები

არც გინდა რომ გაისტუმრო სიყვარულის ვალები

მოეფერე ქალაქელ კაცს, თბილი შეუყვარდები

შენთან ყოფნა უნდა მხოლოდ, გაგიქარწყლოს დარდები

თუ ღმერთი გწამს მოისმინე, სიონს რეკავს ზარები

ეს ვარდებუი შენთვის მინდა, სისხლის ფერი ვარდები

მოეფერე ქალაქელ კაცს, თბილი შეუყვარდები…

 



გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiogvinodavitiani


გია დავითიანი – თბილისს შეუყვარდები. პოეზია

გია დავითიანი – ყვავილების ქვეყანა. Live

გია დავითიანი – საყვარელო ჩემო თბილის ქალაქო. Live

ვიდეო კოლაჟი



ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge


 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები