LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოერიდეთ ტოქსიკურ, მანიპულატორ, შეუმდგარ ქალსაც და კაცსაც“ – რას ამბობს თათია შარანგია ბოლო ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე

2636
თათია შარანგია

ტელეწამყვანი და პიანისტი თათია შარანგია გამომწერების კითხვებს პასუხობს. თათიას თქმით, ცხოვრებაში ყველაზე მეტად „მატყუარა ადამიანების ნდობას ნანობს“.

კითხვაზე, როგორი არ უნდა იყოს მამაკაცი, თათია ამბობს, რომ „მამაკაცი არ უნდა იყოს, მატყუარა, ჩამოუყალიბებელი, უპასუხისმგებლო და არაჯანსაღი ამბოციების მქონე.“

ტელეწამყვანმა ბოლო ცხოვრების გაკვეთილზეც ისაუბრა.

„ბოლო ცხოვრების გაკვეთილი იყო ძალიან კარგი, რადგან აღარასდროს განმეორდება. მოერიდეთ ხალხო ტოქსიკურ, მანიპულატორ, შეუმდგარ ქალსაც და კაცსაც. ყველა სიმპტომს მოგიყვებით, რითაც ამას თავიდან აიცილებთ“, – წერს თათია შარანგია.

თათიას თქმით, გადაცემა „სთორი“ აუცილებლად დაბრუნდება, ხოლო მისი მსმენელისთვის ერთ კონცერტს გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g