მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო და რეიტინგში პირველ ადგილზე გადავიდა. აქამდე ბაზაძე რეიტინგში მეორე ადგილზე იყო, ახლა კი იგი მეორე ნომერს 40 ქულით უსწრებს.
ნახევარფინალში სანდრო ეგვიპტელ ზიად ელსისს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 15:13 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელი ლუიჯი სამელეს ასევე 15:13 სძლია.